weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

„როკეტმენის“ შემქმნელები რუსულ ცენზურას გამოეხმაურნენ

12:18 სამშაბათი, 04 ივნისი 2019

როგორც ცნობილია, აღიარებულ მუსიკოს ელტონ ჯონზე გადაღებულ ბიოგრაფიულ დრამას რუსეთში ცენზურით შეხვდნენ და ფილმიდან სასიყვარულო და ნარკოტიკების გამოყენების სცენები ამოჭრეს, რასაც თავად ფილმ „როკეტმენის“ ავტორები გამოეხმაურნენ.

გართულებულ სიტუაციაზე ერთობლივი ოფიციალური განცხადება ბიოპიკის შემქმნელებმა და თავად მუსიკოსმა ელტონ ჯონმა გამოაქვეყნეს.

„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის კანონებისა და ცენზურის მიერ მღებული გადაწყვეტილება ჩასწორების შესახებ. სტუდია Paramount-მა აიღო საკუთარ თავზე გამბედაობა და პასუხისმგებლობა, რათა მოენდო ჩვენთვის იმ ფილმის გადაღება, რომელშიც შემცირების გარეშე იქნებოდა ნაჩვენები ელტონ ჯონის ნამდვილი და არაჩვეულებრივი ცხოვრება. იმ ფაქტით, რომ ადგილობრივმა დისტრიბუტორებმა გადაწყვიტეს გარკვეული სცენების ამოღება, აუდიტორიას იმ ფილმის ნახვა აუკრძალეს, როგორიც ეს იყო ჩაფიქრებული და შესრულებული. სამწუხაროა, რომ ორ ადამიანს შორის არსებული სიყვარული კვლავ სასტიკად მიუღებელია საზოგადოებაში. გვჯერა, რომ შეგვიძლია ავაშენოთ ხიდები, შევქმნათ დიალოგი და გავაგრძელოთ ბარიერების რღვევა, იქამდე სანამ პლანეტაზე ყველა ადამიანი არ იქნება თანასწორი.“ - წერია განცხადებაში.

რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ამ ყველაფერთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან გადაწყვეტილება კომპანია Централ Партнершип-მა მიიღო, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბითაა პასუხისმგებელი ხსენებული ფილმის კინოთეატრებში გაქირავებაზე.

რეჟისორ დექსტერ ფლეჩერის ბიოგრაფიული სურათი, სადაც მთავარ როლს ტარონ ეჯერტონი ასრულებს, R-რეიტინგის მქონეა და იგი სრულწლოვან მაყურებელზეა გათვლილი.

„როკეტმენის“ პრემიერა 31 მაისს შედგა, რუსეთში კი კინოეკრანებზე 6 ივნისიდან გავა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]