weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

დევიდ ლინჩსა და ჯინა დევისს საპატიო ოსკარს გადასცემენ

15:11 სამშაბათი, 04 ივნისი 2019

ამერიკის კინოაკადემიამ იმ კინოხელოვანთა ვინაობა გაამხილა, ვისაც წლის ბოლოს საგანგებო ცერემონიაზე ოსკარების საპატიო ჯილდოებს გადასცემენ.

აკადემიის სიაში წელს აღიარებული სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი, ოსკაროსანი მსახიობი ჯინა დევისი, იტალიელი რეჟისორი ლინა ვერტმიულერი და მკვიდრი ამერიკელი მსახიობი უეს სტუდი მოხვდნენ.

ცერემონიაზე საპატიო ოსკარი როგორც წესი, სამ კატეგორიაში გაიცემა: აკადემიის საპატიო ჯილდო, ჯიმ ჰერშოლტის სახელობის ჰუმანიტარული ჯილდო და ირვინგ თალბერგის სახელობის მემორიალური ჯილდო. კინოინდუსტრიაში გაწეული ღვაწლისთვის კინოაკადემიის საპატიო ჯილდოებს სპეციალურად შერჩეული დამოუკიდებელი საბჭო გასცემს და არა კინოაკადემიის რეგულარული წევრები.

საპატიო ოსკარის გადაცემის ცერემონია 27 ოქტომბერს შედგება, ხოლო თავად ოსკარების დაჯილდოება 2020 წლის 9 თებერვალს გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]