weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხარაგაულში შუა პალეოლითის ხანის ძეგლი აღმოაჩინეს

00:11 სამშაბათი, 11 ივნისი 2019
ფოტო © ჩემი ხარაგაული ფოტო © ჩემი ხარაგაული

ხარაგაულში, კერძოდ ხანდებში, ახალი სარკინიგზო გვირაბის მიმდებარედ, არქეოლოგიური გათხრების დროს შუა პალეოლითის ხანის ძეგლი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ექსპედიციის ხელმძღვანელმა, დოქტორმა თენგიზ მეშველიანმა განაცხადა.

გამოცემა „ჩემი ხარაგაულის“ ინფორმაციით, თენგიზ მეშველიანმა, რომელიც ეროვნული მუზეუმის პალეოანთროპოლოგიისა და პალეობიოლოგიის კვლევით ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, აღნიშნა, რომ აღმოჩენილი მღვიმე, სავარაუდოდ, 50-60 ათასი წლის წინანდელია. მისივე თქმით, ის დევის ხვრელზე ბევრად, დაახლოებით 10-11 ათასი წლით ძველია.

„აქ ორი კულტურული ფენა და მრავალი სახეობის ფაუნის ნაშთებია. ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ხარაგაულისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, რადგან ასეთი არქაული ხანის ნაშთები ცოტაა“, – განაცხადა თენგიზ მეშველიანმა.

„ჩემი ხარაგაულის“ ინფორმაციით, დამუშავების შემდეგ, აღმოჩენილი მასალები ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს გადაეცემა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]