weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფრანკფურტის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა

13:28 სამშაბათი, 11 ივნისი 2019

გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული კაბინეტის გახსნა უნივერსიტეტში ქართველოლოგიის მიმართულებას გააძლიერებს.

შოთა რუსთაველის კაბინეტი უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა როლფ ფან დიკმა, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ფრანკფურტში ლევან დიასამიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზვიად გაბისონიამ, პროფესორებმა იოსტ გიპერტმა და მანანა თანდაშვილმა გახსნეს.

„აღსანიშნავია, რომ კავკასიოლოგიის კათედრის ხელძღვანელის, პროფესორ მანანა თანდაშვილის ინიციატივით, ორი წლის წინ დაიწყო შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უცხოენოვანი თარგმანების შეგროვება. დღეისათვის ბიბლიოთეკაში პოემის 50-მდე თარგმანია რეგისტირირებული. ამჟამად კათედრაზე მიმდინარეობს „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების პარალელური კორპუსის შექმნა, რომელშიც ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის სტუდენტები არიან ჩართული“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]