weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქუთაისის პანო „კოლხეთი“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს

13:59 ხუთშაბათი, 13 ივნისი 2019

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ კერამიკულ პანოს სახელწოდებით - „კოლხეთი“, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. პანოსთვის ამ სტატუსის მინიჭება მისი ავტორის, ბერნარდ ნებიერიძის ოჯახმა მოითხოვა.

ქუთაისის ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელის, როლანდ ისაკაძის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს კანონი დაიცავს დანგრევა-გადაკეთებისაგან. მისივე თქმით, უკვე დაუშვებელია პანოს მიმდებარედ, 50 მეტრის რადიუსში ნებართვის გარეშე რაიმე მშენებლობის წარმოება და დროებითი კონსტრუქციის აგება.

217 კვადრატულ მეტრზე შექმნილი გორელიეფი ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, აგრარულ ბაზართან, ფალიაშვილის ქუჩის 15 ნომერში მდებარე შენობის ფასადზეა განთავსებული. მასზე გამოსახულია მითოლოგიური და ისტორიული პერსონაჟები, ქუთაისთან დაკავშირებული მოვლენები და ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე ქალაქის განვითარებაში წვლილი შეიტანეს.

პანოზე ფიგურების დიდი ნაწილი ზედაპირიდან 70%-ზე მეტითაა ამოწეული, რის გამოც მას გორელიეფი ეწოდება. კერამიკული პანო 10 წლის განმავლობაში იქმნებოდა. მხატვარ-მოქანდაკე ბერნარდ ნებიერიძემ მასზე მუშაობა 1982 წელს დაიწყო. ნებიერიძის გარდაცვალების შემდეგ სამუშაო მისმა მეგობრებმა დაასრულეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]