weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პედრო ალმოდოვარს ვენეციის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდოს გადასცემენ

12:36 შაბათი, 15 ივნისი 2019

აღიარებულ ესპანელ კინოხელოვანს, პედრო ალმოდოვარს ვენეციის წლევანდელ კინოფესტივალზე საპატიო „ოქროს ლომს“ გადასცემენ.

„ძალიან გახარებული ვარ, ჩემთვის დიდი პატივია, რომ წელს მე გადმომცემენ ოქროს ლომს”, - განაცხადა 69 წლის სცენარისტმა და რეჟისორმა.

ალმოდოვარის  ბოლო ნამუშევარმა სათაურით „ტკივილი და დიდება“ წელს ფესტივალებსა თუ სხვა დაჯილდოებებზე დადებითი გამოხმაურება მოიპოვა. ფილმში მთავარი როლის შემსრულებელ ანტონიო ბანდერასს კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო ერგო.

პერდო ალმოდოვარს მრავალ კინოჯილდოს შორის მოპოვებული აქვს ორი ოსკარი, ორი ოქროს გლობუსი, კანის ფესტივალის ოთხი ჯილდო, სეზარისა და გოიას ჯილდოები და სხვა პრიზები.

ვენეციის რიგით 76-ე კინოფესტივალი 28 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე გაიმართება. ალმოდოვართან ერთად საპატიო პრიზს 83 წლის კინოლეგენდა ჯული ენდრიუსიც მიიღებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]