weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

გარდაიცვალა რეჟისორი ფრანკო ძეფირელი

16:43 შაბათი, 15 ივნისი 2019

ლეგენდარული იტალიელი კინორეჟისორი ფრანკო ძეფირელი იტალიის დედაქალაქ რომში არსებულ საკუთარ სახლში, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეჟისორი და საოპერო პროდიუსერი, რომელიც 1994-2001 წლებში იტალიის პარლამენტში სენატორიც იყო, ბოლო წლებში ხანგრძლივ ავადმყოფობას ებრძოდა.

ფრანკო ძეფირელის პოპულარობა, საყოველთაო აღიარება და საოსკარე ნომინაცია უილიამ შექსპირის პიესებზე დაფუძნებულმა ფილმებმა, „ჭირვეულის მორჯულებამ“ (1967) და „რომეო და ჯულიეტამ“ (1968) მოუტანა, რომლებიც დღემდე ითვლება შექსპირის ნაწარმოებების საუკეთესო ადაპტაციებად.

ფლორენციაში დაბადებულმა რეჟისორმა მოგვიანებით მიუზიკლები - „ტრავიატა“ (1983) და „ოტელო“ (1986), ასევე ნაკლებად წარმატებული დრამა „ჰამლეტიც“ (1990) გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს მელ გიბსონი ასრულებს.

იტალიელ რეჟისორს ეკუთვნის ბრიტანული რამდენიმესერიიანი ბიბლიური პროექტი „იესო ნაზარეველი“ (1977), რომლის გამოსვლას ასევე დადებითი გამოხმაურება მოყვა. მის შემდგომ პროექტებს შორისაა ფილმები: „ჩემპიონი“ (1979), „ჯეინ ეირი“ (1996), „ჩაი მუსოლინისთან ერთად“ (1999) და „კალასი სამუდამოდ“ (2002).

ფრანკო ძეფირელის, რომელიც 1942-45 წლებში ბრიტანულ არმიაში მსახურობდა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეც იყო, 2004 წელს დიდი ბრიტანეთის საპატიო რაინდის წოდება მიენიჭა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]