წყაროების ტყე-პარკში მოეწყო ნახატებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, კულინარიული, ღვინისა და ლუდის კუთხეები, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ჰამაკის ზონები და ა.შ.
მაყურებლის წინაშე წარსდგნენ რეგიონალური ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები, ქართული საბრძოლო ხელოვნების შოუ „ჰოროლი“ - ქართული ბრძოლის ამბავით, ლელა ნაყეური, ბენდი „ჩვენებურები“ და ჯგუფი „ფრანი“.
„არტ-გენი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფესტივალია. ღონისძიების მთავარი მიზანია ფოლკლორის, ხალხური რეწვის, ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაცია.
[R] ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია