weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2019

ცნობილია MTV-ის კინო და სატელევიზიო დაჯილდოების გამარჯვებულები

14:26 სამშაბათი, 18 ივნისი 2019 hits 276

კალიფორნიის ქალაქ სანტა მონიკაში პოპულარული მუსიკალური ტელეარხის, MTV-ის რიგით 28-ე კინო და სატელევიზიო დაჯილდოება გაიმართა. მთავარ ნომინაციებში გამარჯვებულები სტუდია „მარველის“ კინოკომიქსი „შურისმაძიებლები: დასასრული“ და სერიალი „სატახტოთა თამაში“ გახდნენ.

„მარველის“ წლევანდელი კინოჰიტი დოკუმენტურ ფილმ RBG-სთან ერთად, ყველაზე მეტ, ოთხ ნომინაციაში იყო წარდგენილი და ოთხი ჯილდო აიღო, ამდენივე ნომინაცია ჰქონდა HBO-ს პოპულარულ ფენტეზი სერიალ „სატახტოთა თამაშსაც“.

MTV-ის თაობის ჯილდო მსახიობ დუეინ ჯონსონს გადაეცა, სხვადასხვა ნომინაციებს შორის გამარჯვებულთა სრული სია კი ასე გამოიყურება:

წლის საუკეთესო ფილმი - Avengers: Endgame

წლის საუკეთესო სატელევიზიო შოუ - Game of Thrones

საუკეთესო მსახიობი ფილმში - ლედი გაგა (A Star Is Born)

საუკეთესო მსახიობი სატელევიზიო შოუში - ელიზაბეტ მოსი (The Handmaid’s Tale)

საუკეთესო გმირი - რობერტ დაუნი უმცროსი (Avengers: Endgame)

საუკეთესო უარყოფითი პერსონაჟი - ჯოშ ბროლინი (Avengers: Endgame)

საუკეთესო კომედიური შესრულება - დენ ლევი (Schitt’s Creek)

საუკეთესო შეშინებული შესრულება - სანდრა ბულოკი (Bird Box)

საუკეთესო აღმოჩენა - ნოა სენტინეო (To All the Boys I've Loved Before)

საუკეთესო კოცნის სცენა - ნოა სენტინეო და ლანა კონდორი (To All the Boys I've Loved Before)

საუკეთესო ჩხუბის სცენა - ჯემა ჩანი და ბრი ლარსონი (Captain Marvel)

საუკეთესო წამყვანი - ნიკ კენონი (Wild ‘N Out)

საუკეტესო ნამდვილი გმირი - რუთ ბეიდერ გინზბურგი (RBG)

საუკეთესო მიმ-სცენა - კოლტონ ანდერვუდი (The Bachelor)

საუკეტესო მუსიკალური მომენტი - "Shallow" (A Star Is Born)

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - Surviving R. Kelly

საუკეთესო რეალითი-შოუ - Love & Hip Hop: Atlanta

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]