ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
პირველ სამუსიკო სკოლას იუბილე მიულოცეს სამუსიკო საზოგადოების თავმჯდომარე მანანა ახმეტელმა, თელავის საპატიო მოქალაქემ და ხელოვნების ქურუმმა გივი მუნჯიშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის წარმომადგენელმა ლეილა ლეგაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა, რომელმაც მერიის სახელით სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და წარჩინებულ მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქარი და მადლობის სიგელები გადასცა.
პირველი სამუსიკო სკოლა 1919 წელს ზაქარია ჩხიკვაძემ დააარსა. დღეისათვის სკოლაში სწავლება საფორტეპიანო, ვოკალური, საორკესტრო და ხალხური საკრავების მიმართულებით მიმდინარეობს.