weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ჩემი გული ახლა საქართველოშია – ნინო ქათამაძე, რომელმაც გუშინ მოსკოვში იმღერა

11:02 კვირა, 23 ივნისი 2019

ცნობილმა ქართველმა ჯაზ-მომღერალმა ნინო ქათამაძემ გუშინ, მოსკოვში, ფესტივალ Усадьба Jazz-ში მიიღო მონაწილეობა. კონცერტზე მისი გამოსვლის ფრაგმენტი ტელე-რადიო წამყვანმა ალექს დუბასმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„ნინო ქათამაძემ ახლახანს დაასრულა გამოსვლა. მან თქვა, რომ მისი გული ახლა საქართველოშია. მე კი ვთქვი, რომ მაყურებლების გულები მასთანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინიც საქართველოშია. ამ ვიდეოში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ყვებოდა მაყურებელი მის სიმღერას და როგორ უკრავდნენ ტაშს. იმიტომ, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ თქვენი უმრავლესობა რუსოფობი არ არის.... „ყველაფერს, რასაც გვართმევს ცხოვრება, გვიბრუნებს მუსიკა“, - თქვა ჯონ ლენონმა. მან ბევრი რამ იცოდა მშვიდობისა და მსოფლიოს შესახებ. მომავალ შეხვედრამდე ქართველებო“, – წერს ალექს დუბასი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]