ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში კომპოზიტორმა თქვა, რომ სტურუას ამ მოსაზრებას არ იზიარებს და ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არა, ახალგაზრდების გვერდით იდგებოდა.
„ჩემი უდიდესი სურვილია, მოვესწრო მართვის მრავალპარტიულ სისტემას და ისეთ მთავრობას, რომელიც სხვადასხვა პარტიებისგან, რაც მთავარია, უპარტიო პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება.
მინდა, გავემიჯნო იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე.
რობერტ სტურუას აზრით, საქართველო დამთავრდა. მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ვინაიდან საქართველოს ფეხზე წამოდგომა ისევ დაიწყო“, – განაცხადა გია განჩელმა.
„ბოროტმა სულმა იმარჯვა... ნაცისტები ზეიმობენ: საქართველო აღარ არის!“ – ასე გამოეხმაურა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა თბილისში, 20 ივნისს დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს.