weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვენეციის წლევანდელი კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი ცნობილია

16:37 სამშაბათი, 25 ივნისი 2019

ვენეციის რიგით 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი არგენტინელი რეჟისორი ლუკრესია მარტელი იქნება. იგი ფესტივალის ისტორიაში მეშვიდე ქალია, რომელსაც აღნიშნული პატივი ხვდა წილად.

ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის ქალ პრეზიდენტებს შორის ყოფილან: ანეტ ბენინგი (2017), კატრინ დენევი (2006), გონ ლი (2002), ჯეინ კემპიონი (1997), ირენ პაპასი (1987) და სუზო ჩეკი დ'ამიკო (1962).

კინოფესტივალის მხატვრულმა ხელმძღვანელმა ალბერტო ბარბერამ ლუკრესია მარტელს ლათინური ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი რეჟისორი და თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ქალი რეჟისორი უწოდა. მისივე თქმით, მარტელმა მხოლოდ ოთხი სრულმეტრაჟიანი სურათითა და რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმით შეძლო აღიარების მოპოვება.

52 წლის რეჟისორის ჯერჯერობით უკანასკნელი ფილმი, ისტორიული დრამა სათაურად „სამა“, 2017 წელს, სწორედ ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს.

აქვე გეტყვით, რომ ვენეციის წლევანდელი კინოფესტივალი 28 აგვისტოს გაიხსნება და 7 სექტემბერს დასრულდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]