„აი, ნამდვილი სადარდებელი რა არის – წავიდა ამ ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლო. ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა. გოგიჩა გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და მეც ვიღებ სამძიმარს“, – წერს თამრიკო სხვიტარიძე სოციალურ ქსელში.
გიორგი გოგიჩაიშვილს სხვადასხვა ტელეარხზე არაერთი გადაცემა, მათ შორის „ბასტი-ბუბუს“ სატელევიზიო პროგრამა მიჰყავდა. რამდენიმე წლის წინ მას სიმსივნე აღმოაჩნდა.