weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნინო სუხიშვილმა გვითხრა, რომ ქართულ ცეკვაში გეები არ არიან – ლევან აკინი

10:56 პარასკევი, 05 ივლისი 2019

ქართულ-შვედური გეი დრამის და ჩვენ ვიცეკვეთ რეჟისორმა, ლევან აკინმა განაცხადა, რომ ქართულმა ეროვნულმა ბალეტმა - „სუხიშვილებმა“ ფილმს მხარი არ დაუჭირა, მისმა ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა კი თქვა, რომ ქართულ ცეკვაში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები არ არიან.

წარმოშობით ქართველმა რეჟისორმა ფილმთან დაკავშირებულ სირთულეებსა და საქართველოში ლგბტ თემის წარმომადგენლების მდგომარეობაზე გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ფილმს, რომელიც ქართული ტრადიციული ცეკვის ანსამბლის მოცეკვავეების - მერაბისა და ირაკლის სასიყვარულო ისტორიაზეა, მხარი არც საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა დაუჭირა, მაშინაც კი, როდესაც ფილმი კანის კინოფესტივალზე მოხვდა. 

„გადაღებების დაწყებამდე ჩვენ ასევე შევხვდით ნინო სუხიშვილს - ქართული ეროვნული ბალეტიდან და მისი რეაქცია იყო: „რატომ არ შეიძლება, რომ გოგონა შეუყვარდეს? ქართულ ცეკვაში გეი ადამიანები არ არიან“. მის დახმარებას ნამდვილად გამოვიყენებდით, მაგრამ მხარი არ დაგვიჭირა. მხოლოდ ეს არ არის. გავიგეთ, რომ მან მიმართა ცეკვის სხვა კომპანიებსაც და მოცეკვავეების ფილმში გამოჩენა აუკრძალა - უთხრა, რომ ვეღარასოდეს იცეკვებდნენ. შესაბამისად, ზეგავლენა გაიზარდა“, – განაცხადა რეჟისორმა. 

მისივე თქმით, მემარჯვენე ჯგუფების მხრიდან მუქარის გამო, ფილმის გადაღების დროს მცველები ჰყავდათ დაქირავებული, საჯარო ადგილებში სცენების გადაღებისას კი ამბობდნენ, ვითომ ფილმი ქართულ კულტურაზე შეყვარებული ფრანგის ბიჭის ისტორიაზე იყო. 

„საქართველოში ერთი მხრივ არის მართლმადიდებელი რელიგური თემი, რომელიც ამბობს, რომ გეები და პედოფილები გვიპყრობენ, რაც რუსული ნარატივია. მეორე მხრივ მოდიან ახალგაზრდები, რომლებიც ამის წინააღმდეგ იბრძვიან, ზოგიერთი მათგანი ფილმშიცაა. საქართველოს მომავალი მათ ეკუთვნით და არა მოხუც, წვერებიან კაცებს, რომლებიც ცდილობენ ცემონ მათ“, – ამბობს ლევან აკინი. 

მისივე თქმით, ფილმში მონაწილე ადამიანების გარშემო გარკვეული ცვლილებები შეინიშნება: „ერთ-ერთ მსახიობს დეიდამ, რომელიც ჰომოფობი იყო ხოლმე, დაურეკა და უთხრა, არ მოუსმინოს მოძულეებს [...] ჩვენ ვცვლით რამდენიმეს აზროვნებას და იმედი მაქვს, რომ უფრო მეტს შევძლებთ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]