weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

სურამში ახალი ბანას მშენებლობა დაიწყო

10:56 კვირა, 16 ივლისი 2017

სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას სამონასტრო კომპლექსის ანალოგიური სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ტაძრის საძირკვლი საქართველოს კათლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აკურთხა. ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მრევლი დაესწრო.

პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამონასტრო კომპლექსი როგორც საეკლესიო-სასულიერო, ისე საგანმანათლებლო და კულტურული კერა იქნება.

"ჩვენ შევთხოვთ უფალს, დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი ერის გამთლიანების, ხვალინდელი დღის იმედების აღსრულების დასაწყისი. დღევანდელი დღე ასევე გახლავთ ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვან გვირგვინთაგანი, რომლითაც აღინიშნება ჩვენი პატრიარქის მოღვაწეობა“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ბანა ისტორიულ ტაოში, ჭოროხის ხეობაში, მდინარე ბანის მარჯვენა ნაპირთან მდებარეობს. ამჟამად „ფანაკის“ სახელწოდებით თურქეთის ტერიტორიაზეა მოქცეული. ბანას ტაძარი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია და ერთადერთი მრგვალი ქართული ტაძარია. ის VII საუკუნით თარიღდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]