weather cur horoscope tv
ოქტომბერი 16, 2019

ბუნიათიშვილმა ცნობილი ფრანგი მსახიობი ქართულად ააცეკვა და მასთან ერთად „სულიკო“ იმღერა

10:19 შაბათი, 06 ივლისი 2019 hits 1817

ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, ხატია ბუნიათიშვილმა საფრანგეთის ნაციონალური ტელევიზიის „France 2“ პირდაპირ ეთერში, ცნობილი ფრანგი მსახიობი და რეჟისორი გიომ გალენი (Guillaume Gallienne) და ტელეწამყვანი ანა-სოფი ლაპიქსი ქართულად ააცეკვა, რის შემდეგაც გიომ გალენთან ერთად სიმღერა „სულიკოც“ იმღერა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხატია ბუნიათიშვილის და, გვანცა ბუნიათიშვილი წერს და ვიდეოსაც აქვეყნებს.

„ხატიამ, ექსპრომტად, პირდაპირ ეთერში ქართულად ააცეკვა 5 ცეზარის მფლობელი მსახიობი გიომ გალიენი და ცნობილი ფრანგი ტელეწამყვანი ანა-სოფი ლაპიქსი და გიომთან ერთად სულიკოც კი იმღერა“, – წერს გვანცა ბუნიათიშვილი.

ამავე ტელეარხის გადაცემაში ხატია ბუნიათიშვილმა ცნობილ ფრანგ მომღერალთან და მსახიობთან, მარკ ლავუანთან ერთად სიმღერა შეასრულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]