ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხატია ბუნიათიშვილის და, გვანცა ბუნიათიშვილი წერს და ვიდეოსაც აქვეყნებს.
„ხატიამ, ექსპრომტად, პირდაპირ ეთერში ქართულად ააცეკვა 5 ცეზარის მფლობელი მსახიობი გიომ გალიენი და ცნობილი ფრანგი ტელეწამყვანი ანა-სოფი ლაპიქსი და გიომთან ერთად სულიკოც კი იმღერა“, – წერს გვანცა ბუნიათიშვილი.
ამავე ტელეარხის გადაცემაში ხატია ბუნიათიშვილმა ცნობილ ფრანგ მომღერალთან და მსახიობთან, მარკ ლავუანთან ერთად სიმღერა შეასრულა.