ფირანიშვილის თქმით, თუ მდგომარეობა დასტაბილურდება, ჯგუფის კონცერტი მომავალ სეზონზე გაიმართება.
„ორშაბათს დავდებთ ალტერნატიულ ვარიანტს. Bob Sinclar-ს ან Moloko-ს - ჯერ ზუსტად არ ვიცით, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იმ ხალხს, ვისაც A’Studio-ს კონცერტზე დასასწრებად ბილეთები ჰქონდათ შეძენილი, შეეძლებათ იმ ბილეთით აღნიშნულ საღამოზე დასწრება. იმ შემთხვევაში თუ სხვა კონცერტით ჩანაცვლების სურვილი არ აქვთ, მიმართონ tkt.ge-ს და ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ“, – განაცხადა ირაკლი ფირანიშვილმა.
A-Studio-ს კონცერტზე დასასწრებად 1000-ზე მეტი ბილეთი იყო გაყიდული.
თბილისში რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოთავსების გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუს არტისტებს მოუწოდა, საქართველოში ჩასვლისგან თავი შეიკავონ, რადგან ქვეყანაში მათთვის უსაფრთხო გარემო არ არის.