weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პუტინის გინების შემდეგ ჯგუფმა Ласковый май საქართველოს ბოიკოტი გამოუცხადა

15:19 ორშაბათი, 08 ივლისი 2019

საბჭოთა და რუსული ესტრადის ჯგუფი „ლასკოვი მაი“ (Ласковый май) აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინის გინების შემდეგ, საქართველოში გასტროლით აღარასოდეს ჩამოვა.

ამ გადაწყვეტილების შესახებ პროდიუსერმა ანდრეი რაზინმა სოციალურ ქსელში დაწერა. მან გიორგი გაბუნიას, ვლადიმერ პუტინის მშობლების საფლავის შეურაცხყოფის გამო, ურჩხული უწოდა და ჯოჯხეთში დაწვა უსურვა.

„მივმართავ ყველა რუს არტისტს, მიბაძონ ჩვენს მაგალითს და არასოდეს გაემგზავრონ საქართველოში მანამ, ვიდრე  ასეთი ნაბიჭვრები მიწაზე დადიან“, – წერს პროდიუსერი „ინსტაგრამზე“.

„Ласковый май“ 1986 წელს შეიქმნა და 1991 წელს დაიშალა. მათი ყველაზე ცნობილი სიმღერა „თეთრი ვარდები“ („Белые розы“) იყო. ჯგუფი პერიოდულად მართავს კონცერტებს, თუმცა მასში ყოფილი სოლისტი იური შატუნოვი არ მონაწილეობს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]