weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი „შინდისი“ იქნება

17:28 ოთხშაბათი, 31 ივლისი 2019

ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად საქართველოდან დიმიტრი ცინცაძის ფილმი „შინდისი“ იბრძოლებს. გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრით მიიღო.

„შინდისი“ 2008 წლის 11 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულსა და რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს შორის გამართული უთანასწორო ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს. ამ ბრძოლაში დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ისტორიაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღების იდეა ედმონდ მინაშვილს ეკუთვნის, სცენარის ავტორი კი ირაკლი სოლომანაშვილია. ფილმში მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი და დათო ბახტაძე ასრულებენ.

„შინდისის“ პრემიერა 2018 წლის აგვისტოში, ომიდან 10 წლისთავზე შედგა.

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად „შინდისის“ გარდა ოთხი ქართული ფილმი იყო წარდგენილი: ნინო ჟვანიას „აღლუმი“; მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება“; დიმიტრი ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“; გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]