weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თურქეთში სავარაუდოდ გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს

10:00 შაბათი, 17 აგვისტო 2019

თურქეთში, ქალაქ ერზრუმში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სავარაუდოდ, თამარ მეფის შვილიშვილის, გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

საელჩოში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მოკვლევას დაიწყებენ.

გურჯი ხათუნი იგივე თამარ ბაგრატიონი, იყო თამარ მეფის შვილიშვილი. რუსუდან მეფისა და არზრუმის სულთნის ტოღრილის შვილის მოღის ედ დინის ასული. 13 წლის ასაკში იგი რუმის 17 წლის სულთანს ყიას ად–დინ ქეი ხუსრევ II მიათხოვეს. ქორწინება პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა.

გურჯი ხათუნის ცხოვრების ბოლო წლების შესახებ წერილობითი წყაროები არ არსებობს, გადმოცემები კი ურთიერთგამომრიცხავია – ზოგი ვერსიით ის კონიაში გარდაიცვალა, ზოგი ვერსიით კი საქართველოში გამოიპარა და აქ განისვენებს. მისი საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]