weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სათაფლიაში იურული პარკი სრულად განახლდა [Photos]

13:31 სამშაბათი, 20 აგვისტო 2019
ფოტო © დაცული ტერიტორიების სააგენტო / Facebook ფოტო © დაცული ტერიტორიების სააგენტო / Facebook

სათაფლიის აღკვეთილში იურული პარკი სრულად განახლდა და დინოზავრების ახალი, თანამედროვე ინტერაქციული მულიაჟები დამონატჟდა. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაავრცელა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, დაწყებულია დამატებითი ტურისტული ბილიკების პროექტირება და იგეგმება მღვიმის განათების სისტემის შეცვლა. ასევე დაწყებულია სასტუმროს რეაბილიტაცია, რომელიც ვიზიტორებისთვის მალე გაიხსნება.

„უახლესი სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე განათების სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს საქართველოს ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე - პრომეთეს მღვიმეში“, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

სათაფლია და პრომეთეს მღვიმე იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შემადგენლობაშია. მათ ყოველწლიურად 270 000 ვიზიტორი სტუმრობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]