weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრეზიდენტმა თეონა ცირამუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

13:01 კვირა, 23 ივლისი 2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. მას ეს ჯილდო საერთაშორისო ასპარეზზე ქართული მუსიკის გატანისთვის გადაეცა.

„ძალიან ბედნიერი ვარ. პირველად მივიღეთ ასეთი ჯილდო. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გუნდი მაღალ სიმაღლეზე იდგეს და ღირსეული კონცერტები გვქონდეს“, - განაცხადა თეონა ცირამუამ დაჯილდოებაზე.

ღირსების ორდენი ცირამუას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს გადასცა.

გორის ქალთა კამერული გუნდი დღეს, „შავი ზღვის არნაზე“, დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველ მოღერალ ქეთი მელუასთან ერთად იმღერებს. აღსანიშნავია, რომ ქეთი მელუამ გასულ წელს რიგით მე-7 ალბომი, სახელწოდებით - „In Winter“ ჩაწერა, რომელზეც გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად იმუშავა. კამერულ გუნდთან ერთად მან ევროპის მასშტაბით ტურნეც გამართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]