weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 21 სექტემბერს გაიხსნება – პროგრამა

12:08 ხუთშაბათი, 12 სექტემბერი 2019

ცნობილი ქართველი პიანისტის, ელისო ვირსალაძის მიერ დაარსებული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 21 სექტემბერს გაიხსნება და 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მსმენელის წინაშე წარდგებიან ელისო ვირსალაძე, კოლია ბლახერი, ალექსანდრ ბუზლოვი, დავიდ ოისტრახის სიმებიანი კვარტეტი, ფუმიაკი მიურა, გორის ქალთა კამერული გუნდი, ნიკოლოზ ნამორაძე და ჯან ჩაკმური. აჟღერდება ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

ფესტივალის ახალი კომპონენტია „საუბრები მუსიკაზე“, სადაც დამსწრეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ მიწვეულ საინტერესო სტუმრებს. 25 სექტემბერს, 14:00 საათზე, თელავის ისტორიულ მუზეუმში, ზურაბ ქარუმიძესთან და ზაზა შათირიშვილთან შეხვედრა გაიმართება.

ფესტივალის პროგრამა ასეთია:

21 სექტემბერი – ფესტივალის გახსნა: საფესტივალო ორკესტრი, დირიჟორი არიელ ცუკერმანი, სოლისტი - კოლია ბლახერი (ვიოლინო). პროგრამა: ბრიტენი - კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის თხზ.15, დვორჟაკი - მე-7 სიმფონია თხზ. 70 რე მინორი;

22 სექტემბერი – საგუნდო მუსიკის კონცერტი, რომელიც ეძღვნება კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის 80 წლისთავს. მონაწილეობს გორის ქალთა კამერული გუნდი. პროგრამაშია ი. კეჭაყმაძის, გ. ჩლაიძის, ჯ. ბეგლარიშვილის, ტ. კუტუნიოს, ი. კოსმას, ჰ. არლენის, ბ. კემპფერტის ნაწარმოებები, ასევე ხალხური სიმღერები; სოლისტები: თ. პავლიაშვილი, თ. ოქროპირიძე, თ. ცირამუა;

25 სექტემბერი, 14:00 საათი თელავის ისტორიული მუზეუმი, საუბრები მუსიკაზე; წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი - ნიკოლოზ ნამორაძე. პროგრამა: ბახი - პარტიტა №6 მი მინორი, სკრიაბინი - 8 ეტიუდი - თხზ. 42, ნამორაძე - 6 ეტიუდი;

26 სექტემბერი – კამერული მუსიკის კონცერტი, რომელიც ეძღვნება კონსტანტინე ვარდელის ხსოვნას. ელისო ვირსალაძე (ფ-ნო), დავიდ ოისტრახის სიმებიანი კვარტეტი. პროგრამა: ჰაიდნი - სიმებიანი კვარტეტი №2, თხზ. 33 მი ბემოლ მაჟორი, მოცარტი - საფორტეპიანო კვარტეტი №2 მი ბემოლ მაჟორი, დვორჟაკი - საფორტეპიანო კვინტეტი №2 თხზ. 81 ლა მაჟორი;

27 სექტემბერი, 18:00 საათი თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი ცოტნე ზედგინიძე. პროგრამა: ცოტნე ზედგინიძე - „ატილა“, შოსტაკოვიჩი - საფორტეპიანო კონცერტი №2 ფა მაჟორი, თხზ. 102, შონბერგი - Drei Klavierstücke, თხზ. 11;

28 სექტემბერი – სავიოლინო და საფორტეპიანო კონცერტების საღამო; საფესტივალო ორკესტრი, დირიჟორი არიელ ცუკერმანი. სოლისტები - ფუმიაკი მიურა (ვიოლინო), ჯან ჩაკმური (ფ-ნო). პროგრამა: ჩაიკოვსკი - კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის რე მაჟორი თხზ 35, შოპენი - კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის მი მინორი #1 თხზ 11;

29 სექტემბერი – ფესტივალის დასკვნითი კონცერტი. საფესტივალო ორკესტრი, დირიჟორი არიელ ცუკერმანი. სოლისტები: ელისო ვირსალაძე (ფ-ნო), ალექსანდრ ბუზლოვი (ჩელო). პროგრამა: შუმანი - კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის ლა მინორი თხზ. 54, შოსტაკოვიჩი - კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის # 1 მი ბემოლ მაჟორი თხზ.107, ჩაიკოვსკი - სერენადა სიმებიანი ორკესტრისათვის დო მაჟორი თხზ. 48.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]