weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

15:58 ორშაბათი, 24 ივლისი 2017

საქართველოს კულტურის სამინისტრომ მის მმართველობაში შემავალი პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. 23 სახელმწიფო თეატრს შორის თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრიც არის.

კულტურის სამინისტროს განმარტებით, მათ დაქვემდებარებაში არსებული 29 პროფესიული თეატრიდან 23-ის სამხატვრო ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადა სექტემბერში ეწურება. ამ თეატრებს შორის არიან თბილისის შოთა რუსთაველის და კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრები, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი, თბილისის მარიონეტების თეატრი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, მესხეთის (ახალციხის) დრამატული თეატრი, ახალციხის თოჯინების თეატრი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი და ა.შ.

„პროფესიული სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი, ოპერისა და ბალეტის თეატრში − პროფესიით დირიჟორი ან უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე სხვა პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში − სახელოვნებო გამოცდილების, აღიარების, თვალსაჩინო დამსახურების მქონე პირი.

კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირებს, საინიციატივო ჯგუფებსა და პროფესიულ სახელმწიფო თეატრებს. განმცხადებლებმა სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინონ თეატრის განვითარების სტრატეგია, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი თეატრის საქმიანობის ოთხწლიანი გეგმა.

თითოეულ კანდიდატს წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სარეკომენდაციო საბჭო შეაფასებს. საბჭოს შემადგენლობაში არიან მანანა ანთაძე, თამარ ბოკუჩავა, დავით ბუხრიკიძე, ლელა ოჩიაური, ნინო ხურცილავა და ვასილ ჯანიკაშვილი.

საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა 14 აგვისტოს ჩათვლით, კულტურის სამინისტროში იქნება შესაძლებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]