weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დემნა გვასალია მის მიერ დაფუძნებულ Vetements-ს ტოვებს

14:20 ორშაბათი, 16 სექტემბერი 2019

გამოცემა WWD-ის ინფორმაციით, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements-ის კრეატიული დირექტორის პოსტიდან მიდის. აღნიშნული ბრენდი მან ძმასთან, გურამ გვასალიასთან ერთად, 2014 წელს დააფუძნა.

„ის, რასაც დემნამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია, Vetements-ის ისტორიის მთავარი თავია. ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ მისი“, – განაცხადა გურამ გვასალიამ, რომელიც Vetements-ის გენერალურ დირექტორად რჩება.

თავის მხრივ დემნა გვასალიამ თქვა, რომ Vetements-ში კონცეპტუალისტისა და დიზაინერ-ინოვატორის მისია უკვე შეასრულა: „Vetements დავაფუძნე იმიტომ, რომ მოდით შეწუხებული ვიყავი. ყველაფრის მიუხედავად, მოდა ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა მას შემდეგ, რაც Vetements გამოჩნდა“.

WWD-ის ინფორმაციით, 38 წლის დემნა გვასალია ახალ პროექტებზე იმუშავებს. გარდა ამისა, ის მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორად რჩება და 29 სექტემბერს პარიზში ახალი, საგაზაფხულო კოლექციის ჩვენებისთვის ემზადება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]