weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თელავის რაიონის სოფელ რუისპირის დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა

22:18 ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის (ღვთისმშობელი დედა მარიამის) დარბაზული ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტაძრის ინტერიერში მოიხსნა კამარის კონქის და კედლების ზედაპირების ამორტიზებული ნალესობა, რომელიც კირხსნარით დამუშავდა. ამავე დუღაბით გადაეწყო და ამოშენდა აგურის ოთხსაფეხურიანი კარნიზი. მოეწყო ახალი იატაკი ქართული აგურით. ამ ტიპის სამშენებლო მასალითვე აღდგა ეკლესიის სარკმელი და თაღი. სათანადოდ შერჩეული რიყის ქვებით აღდგენილია სამხრეთი ფასადის კარის თავზე არსებული თაღი. აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადზე დამონტაჟდა ხის კარები. ტაძრის სახურავი გადაიხურა ღარიანი კრამიტით.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რეაბილიტაციის დროს სამრეკლო მოიხსნა, რადგან ის გვიანდელი პერიოდის იყო და არ შეესაბამებოდა ტაძრის ავთენტურ არქიტექტურას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდ „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით განხორციელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]