weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ანაკლიაში კავკასიური პოეზიის ფესტივალი იმართება

14:04 შაბათი, 21 სექტემბერი 2019

კავკასიური პოეზიის რიგით მესამე ფესტივალი ანაკლიაში 20 სექტემბერს დაიწყო და 23 სექტემბრს დასრულდება. ფესტივალზე კავკასიური პოეზიის კრებული წარადგინეს, რომელიც აერთიენებს ქართველი, ჩერქეზი, აფხაზი, ჩეჩენი, ინგუში, ხუნძი, დარღუელი და ოსი პოეტების ლექსებსა და პოემებს, აგრეთვე მათ თარგმანებს კავკასიელ ხალხთა ენებზე.

ფესტივალს ესწრებიან კავკასიაში მცხოვრები მწერლები, ლიტერატორები, მუსიკოსები და შემსრულებლები. ღონისძიების საპატიო სტუმარია ინგუშეთის სახალხო მწერალი ისა ქაძოევი.

კავკასიური პოეზიის ფესტივალის ფარგლებში, პირველად შედგა კავკასიური თავსაბურავების გამოფენა. წელს პირველად ჰარვარდისა და პრინსტონის უნივერსიტეტების პროფესორებმა, კავკასიურ თემატიკაზე საკუთარი პრეზენტაციები წარადგინეს.

ფესტივალზე ასევე გამოიფინება ჩერქეზი მხატვრის ჯანტი ბაშის ნამუშევრები, რომლებიც ავტორმა საჩუქრად „ჩერქეზული კულტურის ცენტრს“ გადასცა.

ფესტივალს ჩერქეზული (ადიღური) კულტურის ცენტრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ატარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]