weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ველისციხეში ძველი ქვევრები და სავარაუდოდ საფლავის ქვა აღმოაჩინეს

13:50 ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, მარნის დემონტაჟის დროს ორტონიანი ქვევრი და ბაზალტის მოზრდილი ქვა აღმოაჩინეს, რომელზეც მხედრული დამწერლობით შესრულებული წარწერებია.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა, თამაზ მარკოზაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ქვევრი და ქვა კერძო საცხოვრებელ სახლში არსებული მარნის დემონტაჟის დროს იპოვეს. ამ დროისთვის მიწიდან მხოლოდ ერთი ქვევრია ამოღებული. რაც შეეხება საფლავის ქვას, როგორც მარკოზაშვილი ამბობს, მასზე ძველი მარნის ერთ-ერთი კედელი იყო დაშენებული. ქვაზე დატანილი წარწერა ჯერ არ არის გაშიფრული.

„გარედან ქართული აგურით მოპირკეთებული წარწერებიანი ქვა შესაძლოა, უცნობი პიროვნების საფლავის ქვას წარმოადგენდეს“, – ამბობს თამაზ მარკოზაშვილი.

მისივე ინფორმაციით, აღმოჩენის შესახებ ჯერ არ უცნობებიათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის. თამაზ მარკოზაშვილი ვარაუდობს, რომ მარანი XVIII-XIX სააუკუნეებში იყო აშენებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]