„დღეს მსოფლიომ ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი დაკარგა. მისი მუსიკა კვეთდა დროისა და კულტურის საზღვრებს და ის სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას. დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
გია ყანჩელი 84 წლის ასაკში ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.