weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

UNESCO-მ თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად გამოაცხადა

22:53 ორშაბათი, 07 ოქტომბერი 2019

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულაიმ თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა.

ოდრი აზულაიმ ეს გადაწყვეტილება მსოფლიო წიგნის დედაქალაქის მრჩეველთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.

პროგრამა, რომლის სლოგანია – „და შენი შემდეგი წიგნი არის..?“ ფოკუსირებულია ახალგაზრდებში კითხვის პოპულარიზაციის მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

2021 წელს მსოფლიო წიგნის დედაქალაქის ფარგლებში ღონისძიებები წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს, 23 აპრილს დაიწყება.

წელს მსოფლიო წიგნის დედაქალაქად არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქი შარჯა გახდა, 2020 წლის კი ეს სტატუსი მალაიზიის დედაქალაქს, კუალა-ლუმპურს ექნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]