„შინდისი“ 2008 წლის 11 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულსა და რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს შორის გამართული უთანასწორო ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს. ამ ბრძოლაში დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ისტორიაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღების იდეა ედმონდ მინაშვილს ეკუთვნის, სცენარის ავტორი კი ირაკლი სოლომანაშვილია. ფილმში მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი და დათო ბახტაძე ასრულებენ.
„შინდისის“ პრემიერა 2018 წლის აგვისტოში, ომიდან 10 წლისთავზე შედგა.