weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სიონში დამბალი ხაჭოს ფესტივალი გაიმართება

10:45 ხუთშაბათი, 27 ივლისი 2017

თიანეთის რაიონის დაბა სიონში, 30 ივლისს დამბალი ხაჭოს ფესტივალი სახელწოდებით „მადლი ფშაური მიწისა“ გაიმართება. რიგით მეექვსე ფესტივალზე დამბალი ხაჭოს და მთის პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა, ფოლკლორული კონცერტი და კაფიაობა გაიმართება.

ღონიძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ორგანიზაცია „ჩვენი ფშავის“ ხელმძღვანელის, მარიამ ხუცურაულის ინფორმაციით, ფესტივალზე დამბალი ხაჭოს გარდა, წარმოდგენილი იქნება მთაში დამზადებული ნატურალური პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები. მისივე თქმით, ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან თანამედროვე ფშაური ლექსის და კაფიის მთქმელები, მათ შორის ტრისტან მახაური, დათო თეთრაული, ცოტნე ალბუთაშვილი და მიხეილ ღანიშაშვილი.

ფესტივალზე ტრადიციულად გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან დამბალი ხაჭოს საუკეთესო დამამზადებლები და ამ პროდუქტის თემაზე შექმნილი საუკეთესო ლექსის ავტორები.

დამბალი ხაჭოს ფესტივალი 12:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათზე დასრულდება.

დამბალი ხაჭო (დამბალხაჭო) ტრადიციული ფშაური საკვებია. 2014 წელს, მას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]