მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი - ევროპა ნოსტრას ჯილდოც მოიპოვა. 2019 წლის გამარჯვებული 27 პროექტი ევროკომისიის და ევროპა ნოსტრას ჟიურიმ 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეარჩია. ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა კონსერვაციის კატეგორიაში გაიმარჯვა. ჟიურიმ აღნიშნა, რომ მუცოს რეაბილიტაციის პროექტი ეხმიანება მთის თემების დეპოპულაციის პრობლემას – გამოწვევას, რომლის წინაშეც მთელი ევროპა დგას.
რეაბილიტაციის პროექტი 2014-2018 წლებში საქართველოს მთავრობისა და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა.
მუცო პირიქითა ხევსურეთში, გვიან შუა საუკუნეებში კლდეზე აგებული ციხე-კომპლექსია. საუკუნეების განმავლობაში ერთი მთლიანი სათავდაცვო სისტემა და ჩრდილოეთიდან საქართველოში მომავალი გზების დამცველი პოსტი იყო.