weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

სვანეთის მუზეუმში ლევან მინდიაშვილის ნამუშევრები გამოიფინება

10:48 კვირა, 30 ივლისი 2017

მესტიაში, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში ნიუ-იორკში ოღვაწე ქართველი ხელოვანის, ლევან მინდიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა „აქ“ დღეს, 15:00 საათზე გაიხსნება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში ლევან მინდიაშვილთან შეხვედრაც გაიმართება.

ლევან მინდიაშვილმა განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და ბუენოს-აირესის ხელოვნების ნაციონალურ უნივერსიტეტში მიიღო. მის ჯილდოებს შორის აღსანიშნავია „გრანტი საჯარო ხელოვნებისთვის“  (ნიუ-იორკი, 2014) და „ახალგაზრდა ხელოვანი“ (ბუენოს-აირესი, 2011).

მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ჯგუფურ გამოფენაში. ლევან მინდიაშვილი მოწვეული პროფესორია თავისუფალი უნივერსიტეტის ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში.

გამოფენა ორგანიზებულია Project ArtBeat-ის მიერ, რომლის მიზანია ქართული ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა და საქართველოს რეგიონებში კულტურული აქტივობების მხარდაჭერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]