weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია დასრულდა

15:51 კვირა, 30 ივლისი 2017
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია დასრულდა ფოტო © პაატა ლიპარტელიანი

კლდეში ნაკვეთი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსისა და მიმდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები, რომელიც 1.5 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შესრულდა.

პროექტი ითვალისწინებდა სამონასტრო კომპლექსში მდებარე კელიების ფასადების მოპირკეთებასა და კეთილმოწყობას, წყლის, კანალიზაციისა და ელექტრო-მომარაგების ქსელის მოწყობას, ვიზიტორთა ცენტრისა და ავტოსადგომის გაკეთებას, ასევე მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კილომეტრში, საგარეჯოს რაიონში მდებარეობს და 22 მცირე მონასტერ-კომპლექსს მოიცავს. აქედან 3 სადავო (აზერბაიჯანის საზღვარზე) მონაკვეთზეა მოქცეული.

მონასტერი VI საუკუნეში დაარსა დავით გარეჯელმა, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად შემოსული „ათცამეტი ასურელი მამის“ დასს ეკუთვნოდა. მის დროსვე შეიქმნა ორი სხვა მონასტერიც, რომლებიც საერთო კომპლექსში შედის – ე.წ. დოდოს რქა და ნათლისმცემელი.

დავითგარეჯს ყოველდღიურად ბევრი ტურისტი და მომლოცველი სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ National Geographic-მა ის მსოფლიოს 17 ყველაზე უკაცრიელ და ლამაზ ადგილს შორის დაასახელა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]