რეზო ესაძე იყო არაერთი ჯილდოსა და ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელი, ასევე საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრი.
გადაღებული აქვს 11 ფილმი: „ნეილონის ნაძვის ხე“, „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“, „ერთი ნახვით შეყვარება“, „ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“, „საქორწილო საჩუქარი“, „წკიპურტები“, „ყოველ შაბათს“, „წამზომი“, „ოთხი ფურცელი“, „ფრო“, „ერთხელ“.
შესრულებული აქვს არაერთი მთავარი და ეპიზოდური როლი.
რეზო ესაძის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს თბილისი, მიუნხენი, ჟენევა, თელ–ავივი მასპინძლობდა. მისი ნამუშევრები ინახება პირად და სამუზეუმო კოლექციებში. 1975 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 2001 წელს მისი ლექსების პირველი კრებული გამოაქვეყნდა.
2019 წელს, რეზო ესაძის 85 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.