weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთავრობამ მუზეუმების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო

13:49 ოთხშაბათი, 17 ივნისი 2020

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მუზეუმების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება მუზეუმის პერსონალისა და ვიზიტორებისთვის, უკვე შემუშავებულია და მათ დღის განმავლობაში მიეწოდებათ.

„რეგინფო“ თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორს, გურამ ურჩუხაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ მათთვის არავის უცნობებია და შესაბამისად, არ იცის, როდის განაახლებენ ვიზიტორების მიღებას.

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მომდევნო ეტაპი 15 ივნისს დაიწყო, რაც შიდა ტურიზმის გახსნას და სამგზავრო მატარებლების მიმოსვლის აღდგენას ითვალისწინებდა. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, მუზეუმების გახსნის გადაწყვეტილება შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით იქნა მიღებული.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შიდა ტურიზმის გახსნის პროცესი დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს, ის სასტუმროები კი, რომელთაც გახსნის ნებართვა ოფიციალურად მიიღეს, უკვე აქტიურად იჯავშნება.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 888 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 731 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია სამი მოქალაქე. გარდაცვლილია 14 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 267 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]