weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმის „რვაფეხას“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

09:30 სამშაბათი, 28 ივლისი 2020

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმის „რვაფეხას“, იგივე კაფე „ფანტაზიას“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

„კაფე „ფანტაზიაზე“ ნებართვის გარეშე რაიმე სამუშაოების განხორციელება დაუშვებელი იქნება და მისი მოვლა-პატრონობა დაევალება მესაკუთრეს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროა. რამდენადაც ვიცი, კაფე სასტუმრო „ჰილტონის“ მფლობელობაში იქნება“, - განაცხადა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა, ზაურ ახვლედიანმა აჭარის ტელევიზიასთან.

„რვაფეხა“ ბათუმის ბულვარში მდებარეობს და ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. მოზაიკით მოპირკეთებული ნაგებობა, რომელიც არქიტექტორ გიორგი ჩახავასა და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით არის შექმნილი, 1981 წელს გაიხსნა.

წლების განმავლობაში „რვაფეხა“ მიტოვებული, დაბინძურებული და დაზიანებული იყო. 2014 წელს, მას შემდეგ რაც ვრცელდებოდა ინფორმაცია ძეგლის დანგრევის შესახებ, საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი რვაფეხა“ ჩამოყალიბდა. აქტივისტები „რვაფეხას“ რეაბილიტაციას და მისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ. 2017 წელს „რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და გასულ წელს დასრულდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ძეგლის რეაბილიტაცია ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]