weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჭიათურაში აღმოაჩინეს შუა საუკუნეების პერიოდის დასახლება და მარანი 12 ქვევრით

09:52 ხუთშაბათი, 30 ივლისი 2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ითხვისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიმდინარეობისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი ნამოსახლარი, რომელიც განვითარებულ შუასაუკუნეებს მიეკუთვნება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნამოსახლარზე მრავლადაა ნაპოვნი XII-XIII საუკუნეებისთვის დამახასიათებელი არქეოლოგიური მასალა: მოჭიქული, მოხატული და სადა ჯამები, თეფშები, დოქები, ჩაფები, ტაფები, ბრინჯაოს ქვაბი, ბრინჯაოს ავგაროზი და სხვა. წინასწარი მონაცემებით, არქიტექტურული სტრუქტურა XIII საუკუნის ბოლოს, კერძოდ 1283 წლის დიდი მიწისძვრის დროს განადგურდა.

ნამოსახლარზე ნაპოვნ არტეფაქტებთან და არქეოლოგიურ მასალასთან ერთად ადრეშუასაუკუნეების პერიოდის მარანიც გამოვლინდა 12 ქვევრით.

„განვითარებული შუა საუკუნეების დასახლება და მარანი უნიკალურია დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიურ სინამდვილეში, რადგან ამ პერიოდის ასეთი მასშტაბის დასახლება და მარანი იშვიათ აღმოჩენეთა რიგს განეკუთვნება“,
- აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.

სააგენტოს ცნობით, სამეცნიერო კამპანიის ფარგლებში, 2019 წელს უკვე გამოვლენილია ძვ. წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის დროინდელი ნაგებობათა ნაშთებიც, რომლის პერიოდიც აქვე აღმოჩნენილი გვიანელინისტუტი ხანის რკინის იარაღით დასტურდება. ადრეული ნამოსახლარი ფრაგმენტულადაა შემორჩენილი, რადგან ის მოგვიანებით სამშენებლო მასალისთვის დაიშალა.

არქეოლოგიურ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი „არგვეთი“ პროფესორ ზურაბ ბრაგვაძეს ხელმძღვანელობით ახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]