weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მაწვნის მომზადების ტრადიციას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

00:16 პარასკევი, 31 ივლისი 2020

„ქართული მაწვნის მომზადების და მოხმარების ტრადიციას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის თაობაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს, ბრძანებაში მითითებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა.

მაწონი ქართველი ხალხის ეროვნული რძემჟავა პროდუქტია, რომელსაც საოჯახო პირობებში ამზადებენ. საქართველოს კუთხეებში მაწონი სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიება, მაგალითად, ქიზიყში მაწონს წველას ეძახიან, სვანეთში - მარწვენს. მაწონი მზადდება ძროხის, კამეჩის, თხის და ცხვრის რძისგან. დიდი პოპულარობით სარგებლობს კამეჩის რძისგან მომზადებული მაწონი. რძის შესადედებლად მაწვნის დედო გამოიყენება.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]