weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნავთლუღის ეკლესიაში კულტურული მემკვიდრეობის შესაძლო განადგურებას შსს შეისწავლის

22:43 სამშაბათი, 04 აგვისტო 2020

წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის დაზიანების ფაქტზე გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძველზე, სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსის 2592-ე მუხლით გათავალისწინებულ დანაშაულზე (კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება) რეაგიებისთვის შსს-ს წერილობით 31 ივლისს მიმართეს.

„სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის პარალელურად, გამოძიებით დადგინდება იმ პირის ან პირთა ჯგუფის ვინაობა, ვისი უშუალო ინიციატივითაც მე-18 საუკუნის კულტურული მემკვიდროების ძეგლზე უნაბართვო სამუშაოები სარესტავრაციო მეთოდოლოგიების უგულებელყოფითა და თვითნებურად განხორციელდა.

ეკლესიის დაზიანებაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენის შემდგომ, ეროვნული სააგენტო მათთვის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობის საპროექტო პირობებით რესტავრაციის მოთხოვნის პირობებს განსაზღვრავს, რამაც მისი პირველადი იერსახის აღდგენა უნდა უზრუნველყოს. პასუხისმგებელ პირს ან პირთა ჯგუფს განესაზღვრება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და წარდგენის ვადა, მასზე სარესტავრაციო ნებართვის გასაცემად“, - აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

ნათვლუღის სასაფლაოზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა თავდაპირველად თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

კულტურული მემკიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, სპეციალისტების მონიტორინგის დროს დადგინდა, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოებისას ეკლესიის ფასადი მოპირკეთდა ახალი ქვისა და აგურის პერანგით, რამაც დააზიანა და კრიტიკულად შეცვალა ნაგებობის არქიტექტურული იერსახე და ისტორიული ღირებულება.

„ინტერიერში მოეწყო კერამიკული ფილების ახალი იატაკი, რამაც დაფარა ძველი საფლავის ქვები და ეკლესიის თანადროული აგურის იატაკი. იატაკის ფენილის მოწყობისას განადგურდა არსებული იატაკის საფარიც. მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დადგა იატაკის ქვიშაცემენტის დუღაბის ქვეშ მოქცეული მარმალილოს საფლავის ქვის ეპიტაფიები, რომლებიც შესაძლოა მთლიანად განადგურდეს“, - აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]