weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

წალკაში გაზსადენის მშენებლობის დროს არქეოლოგიური ძეგლები დააზიანეს

16:03 შაბათი, 15 აგვისტო 2020
გოდერძი ნარიმანიშვილის მიერ გამოქვეყნებული ფოტო გოდერძი ნარიმანიშვილის მიერ გამოქვეყნებული ფოტო

წალკის მუნიციპალიტეტში, წალკა-მანგლისის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროცესი, მიწის სამუშაოებისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტების გამო, დროებით შეჩერდება. ამის შესახებ დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც გუშინ, 14 აგვისტოს, არქეოლოგმა გოდერძი ნარიმანიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაზსადენის მშენებლობის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეუთანხმებლად ხორციელდებოდა, რამაც არქროლოგიურ ძეგლებს საფრთხე შეუქმნა, ხოლო ნაწილი დააზიანა კიდეც.

„მშენებლებმა შუაზე გადაჭრეს ბრინჯაოს ხანის ყორღანი, დაანგრიეს გვიანი შუა საუკუნეების სამარხები. შუა საუკუნეების ნასოფლარს მიადგნენ და იქაც დააზიანებენ კულტურულ ფენებს“, - დაწერა სოციალურ ქსელში გოდერძი ნარიმანიშვილმა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მათთან სანებართვო პირობებს უახლოეს მომავალში შეათანხმებს, რაც არქეოლოგიური კვლევის ანგარიშზე იქნება დაფუძნებული.

„წინასწარი ანგარიშის მიხედვით არსებული პროექტით გაზსადენის მშენებლობის პროცესმა არქეოლოგიური ობიექტები საფრთხის წინაშე დააყენა“, - აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.

გაზსადენის მშენებელ კომპანიას მშენებლობის მიმდინარეობის ეტაპზე არქეოლოგიური ზედამხედველობის უზრუნველყოფა დაევალა.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, გამოვლენილი ყორღანები და სამარხები შესწავლის შემდგომ გაიწმინდება, კულტურული ფასეულობის მქონე მასალისა და არტეფაქტების გამოვლენის შემთხვევაში კი, ობიექტები სამუზეუმო ფონდსაცავებში განთავსდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]