weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ილია წინამძღვრიშვილის სასწავლებლის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

18:04 ხუთშაბათი, 20 აგვისტო 2020
ფოტო © Tamara Amashukeli / Facebook ფოტო © Tamara Amashukeli / Facebook

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში მდებარე საქართველოში პირველი პროფესიული კოლეჯის ისტორიულ შენობას, რომელიც XIX საუკუნის 60-იანი წლებში აშენდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, შენობა დაიბრუნებს პირვანდელ სახეს და მასში განთავსდება საკონფერენციო და სამუზეუმო დარბაზები, პირველ სართულზე არსებულ უძველეს მარანში მოეწყობა სამუზეუმო სივრცეები და ტექნოლოგიური ლაბორატორიები.

„რეგინფოს“ სამინისტროს პრეს-სამსახურში ვერ უთხრეს, როდის დაიწყება ისტორიული შენობის რეაბილიტაცია. ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც რეაბილიტაციაზე ზედამხედველობა უნდა განახორციელოს.

1883 წელს, ილია წინამძღვრიშვილმა, წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან თანამშრომლობით, საკუთარ მამულში დააარსა პირველი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი ქართულ ენაზე, სადაც სტუდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით იყრიდნენ თავს. დაარსების დღიდან ტექნიკუმში დაიწყო ისეთი მიმართულებების სწავლება, როგორიცაა მებაღეობა, მევენახეობა, მეტყევეობა, მეაბრეშუმეობა, მეღვინეობა და მეფუტკრეობა. ტექნიკუმში სწავლება მოიცავდა, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტს და ის საქართველოში პირველ და ევროპაში ერთ-ერთ უძველეს პროფესიული განათლების კერად მიიჩნევა.

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წლის 22 მაისს მიენიჭა.

პირველი პროფესიული სასწავლებლის ადგილზე სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი“ მოქმედებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კოლეჯი განავითარებს იმ პროფესიულ პროგრამებს, რომლებიც თავის დროზე ტექნიკუმის ბაზაზე ხორციელდებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]