weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცნობილია ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები

12:36 ორშაბათი, 20 თებერვალი 2017

2017 წლის ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენა, ბერლინის რიგით 67-ე კინოფესტივალი უნგრელი ქალი რეჟისორის, ილდიკო ენიედის კინოსურათის გამარჯვებით დასრულდა. უჩვეულო სიყვარულის ისტორიაზე შექნილი ფილმი სათაურით „სხეულსა და სულზე“, ფესტივალის ჟიურიმ „ოქროს დათვით“ დააჯილდოვა.

დანარჩენი მთავარი კინოჯილდოები კი ჟიურის გადაწყვეტილებით ასე გადანაწილდა:

ჟიურის „გრან-პრი“ წილად ხვდა ფრანგულ სოციალურ დრამას თანამედროვე აფრიკული საზოგადოების პრობლემების შესახებ, რეჟისორ ალენ გომისის ფილმს – „ფელისიტე“.

საუკეთესო რეჟისურისთვის განკუთვნილი „ვერცხლის დათვი“ გამოჩენილმა ფინელმა რეჟისორმა აკი კაურისმიაკიმ აიღო კომედიური დრამა ფილმით „იმედის მეორე მხარე“.

საუკეთესო ქალი მსახიობის წოდება სამხრეთ კორეელმა მინ-ჰი კიმმა მოიპოვა ფილმისთვის „მარტოსული ღამით სანაპიროზე“, რომლის სიუჟეტი ქალი მსახიობის პირადი ცხოვრების გარშემო ვითარდება.

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის განკუთვნილი პრიზი ავსტრიელმა გეორგ ფრიდრიხმა მოიპოვა გერმანული ფილმისთვის - Helle nächte (ნათელი ღამეები), სადაც მსახიობმა ვაჟიშვილთან რთულ ურთერთობაში მყოფი მამის როლი განასახიერა.

წლევანდელ „ბერლინალეზე“ ალფრედ ბაუერის სახელობის ჯილდო ცნობილი პოლონელი ქალი რეჟისორის, აგნეშკა ჰოლანდის მისტიკურ თრილერ დრამას, სათაურით - „ნაკვალევი“, გადაეცა.

დრამატურგიისთვის კი ჩილელი დუეტი, სებასტიან ლელიო და გონსალო მასა დაჯილდოვდნენ - მელოდრამა „ფანტასტიკური ქალის“ სცენარი ჟიურიმ საუკეთესოდ ცნო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]