weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართული ფილმი „საშიში დედა“ ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

08:01 კვირა, 13 აგვისტო 2017

ქართველი რეჟისორის ანა ურუშაძის ნამუშევარი „საშიში დედა“ ლოკარნოს 70-ე საიუბილეო  საერთაშორისოკინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმმა საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში გაიმარჯვა.

„საშიში დედას“ მსოფლიო პრემიერა ლოკარნოში რამდენიმე დღის წინ დიდი წარმატებით გაიმართა და გამარჯვებულები კი 12 აგვისტოს კინოფესტივალის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალზე დაჯილდოვდნენ.

სოციალური დრამა „საშიში დედა“ ეხება სტერეოტიპების, მორალური ნორმებისა და სოციალური პასუხისმგებლობის თემას. ფილმი 50 წლის ქართველი დედის, დიასახლის მანანას ცხოვრებას აღწერს. ქალი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და მწერლობის ვნებიან გატაცებას შორის, რომელსაც ის თავის თავში წლების განმავლობაში იკლავდა და რომელშიც თავისი ცხოვრების აზრს პოულობს. მანანა გადაწყვეტს გადაეშვას ამ ვნებაში, მთლიანად დაიხარჯოს მასში - გონებრივადაც და ფიზიკურადაც.

ფილმში მთავარი როლი ნატო მურვანიძემ შეასრულა. მის გარდა ანა ურუშაძის სურათში ასევე მონაწილეობენ: დიმიტრი ტატიშვილი, რამაზ იოსელიანი და ავთანდილ მახარაძე.

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება. ეროვნული კინოცენტრის ცნობით, ის ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორისა თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო. იგი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალების A კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან არაერთი ცნობილი და წარმატებული კინემატოგრაფისტი და ვარსკვლავი იყრის თავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]