weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეკა ხოფერია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დანიშნეს

18:11 სამშაბათი, 29 დეკემბერი 2020

ჟურნალისტი და ჟურნალ „სითის“ რედაქტორი ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში განათლებისა და კულტურის მინისტრად დანიშნეს. როგორც ხოფერია აცხადებს, ამ თანამდებობაზე მუშაობა მას მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ შესთავაზა.

„ჩვენმა ჟურნალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად დავიწყეთ - „მე აფხაზეთისთვის“. მისი მიზანი იყო ახალი სახეების აღმოჩენა, მათზე დაწერა. მას შემდეგ რამდენიმე ხანში შემომთავაზა რუსლან აბაშიძემ ეს თანამდებობა. დავთანხმდი, რადგან რთული დროის და დიდი გამოწვევის მიუხედავად, მინდა გუნდთან ერთად ბევრი კარგი გავაკეთო. ჩემთვის აფხაზეთის თემა უცხო არ არის, რადგან ჩემი მშობლები არიან იქიდან და დღესაც მყავს აფხაზეთში ნათესავები. ცოტ-ცოტაც ჩემი ჟურნალისტური გამოცდილებიდან გამომდინარე ყველა თემასთან დაკავშირებით მქონდა შეხება და მონდომებული ვარ, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ“, – განაცხადა ეკა ხოფერიამ „რადიო თავისუფლებასთან“.

2019 წლის 17 მაისიდან აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე იყო. უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე მინისტრად დღემდე ის არის მითითებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]