weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გელათის მთავარ ტაძარს ქარმა დროებითი სახურავი გადახადა

23:44 სამშაბათი, 19 იანვარი 2021

გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარს ქარმა დროებითი სახურავიც გადახადა დასავლეთი მკლავის სამხრეთ ფერდზე. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ დაზიანებული კონსტრუქციის აღდგენის სამუშაოები გუშინვე დაიწყო.

სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, 12000 - 12000 ლარის ოდენობით ჯარიმები დაეკისრათ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს“ და „იკორთა 2007“-ს, რომლებსაც გელათის გადახურვისას დაშვებული ხარვეზები უნდა აღმოეფხვრათ და გამოსწორებამდე დროებითი გადახურვით დაეცვათ ტაძარი, რათა წყალი კიდევ არ ჩასულიყო და კედლის მხატვრობა არ დაეზიანებინა.

ანთიძის განმარტებით, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს, დღეიდან სხვა კომპანია, „ბაგინეთი +“ განახორციელებს. სამუშაოების დაფინანსება დაჯარიმებულ კომპანიებს დაევალათ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო პირობას დებს, რომ ხარვეზების გამოსწორების პროცესი ინსპექციის ჯგუფის მუდმივი მეთვალყურეობით წარიმართება.

„ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა“ ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გადახურვა 2016 წელს დაიწყო.

მონასტრის მსახურების თქმით, სახურავის რეაბილიტაციის პროცესში ტაძარში წყალი რამდენჯერმე ჩავიდა, რამაც კედლის უნიკალური მხატვრობა დააზიანა. სახურავის მოწყობა ახალი დასრულებული იყო, 2020 წლის მარტში, ტაძარში წყალი ისევ რომ ჩავიდა.

სააგენტომ განაცხადა, რომ დაფიქსირებული ხარვეზები, რომელიც ტაძრის კრამიტით გადახურვის მოწყობას უკავშირდებოდა, „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ სრულად იქნებოდა გამოსწორებული. ფრესკების გადასარჩენად ტაძარი ჯერ ლურჯი ტენტით გადახურეს, შემდეგ კი თუნუქის ფურცლებით დროებითი სახურავი მოაწყეს.

გელათის სამონასტრო კომპლექსი შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრია. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. არის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისა და საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]