weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გურჯაანში ხუთ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

13:33 ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში კალაურში, ჩალაუბანში, ვაჩნაძიანსა და მუკუზანში მდებარე შუა საუკუნეებში აშენებულ ხუთ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

სააგენტოს ინფორმაციით, ძეგლის სტატუსი განესაზღვრათ შემდეგ ეკლესიებს:

  • სოფელ კალაურში მდებარე კორდომიანის ეკლესია – VIII-IX საუკუნეების სამეკლესიიანი ბაზილიკა;
  • სოფელ კალაურში მდებარე სამყინაურის ეკლესია – VI-VII საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკა;
  • სოფელ ჩალაუბანში მდებარე წმინდა გიორგი სახელობის ეკლასია – ერთმანეთის გვერდით მდგარი ორი ეკლესია, რომელთაგან ერთი განვითარებული, მეორე კი გვიანდელი შუა საუკუნეებით თარიღდება;
  • სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე ფალახოსროიანის ეკლესია – გვიანი შუა საუკუნეების;
  • მუკუზანში მდებარე ამაღლების ეკლესია – გვიანი შუა საუკუნეების.

სააგენტოს წარმომადგენლის გიორგი გაგოშიძის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შემდეგ ეკლესიების მოვლა-პატრონობას სახელმწიფო ახორციელებს. ძეგლის დაზიანება, ან მასზე თვითნებური ქმედებების განხორციელება კანონით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]